loader

სამოქალაქო რეესტრი ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელზე შესაგებელს სასამართლოში ორშაბათს შეიტანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამოქალაქო რეესტრი ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელზე შესაგებელს სასამართლოში ორშაბათს შეიტანს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელს სასამართლოში ორშაბათს შეიტანს.ამის შესახებ "პალიტრა.ტვ" იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის განცხადებით, შესაგებელში არგუმენტირებულად და დასაბუთებულად იქნება წარმოდგენილი, თუ რატომ შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატებმა შეიტანეს სარჩელი, რომლის მიხედვითაც, უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულება ივანიშვილისა და ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.