loader

დიდ დიღომში ხანძარი თავად დაშავებულმა განზრახ გააჩინა? - რას აცხადებს შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ დიღომში ხანძარი თავად დაშავებულმა განზრახ გააჩინა? - რას აცხადებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.

ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დიდ დიღომში საწყობი, სავარაუდოდ, განზრახ დაწვეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზ.მ. ერთ-ერთი ბრალდებულია.