რა გააკეთა გათავისუფლების შემდეგ მამაკაცმა, რომელმაც ციხეში 43 წელი გაატარა და რამდენიმე დღის წინ უდანაშაულოდ ცნეს
ორმა მამაკაცმა ციხეში 43 წელი გაატარა და ისინი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
1976 წლის მაისში კლიფორდ უილიამსი 34-ის, ხოლო მისი ძმისშვილი ჰუბერტ ნათან მაიერსი 18 წლის იყო. ისინი ჯექსონვილში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ახლო მდებარე სახლში 2 ქალს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. უილიამსი და მაიერსი დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ ისინი გაათავისუფლა. ემოციური კადრები ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. ყოფილი პატიმრები ჯერ ერთმანეთს ჩაეხუტნენ, შემდეგ კი ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ. ფოტოებზე ჩანს, როგორ კოცნის მაიერსი მიწას.