loader

"მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა" - გორში 9 წლის გოგონას მკველელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა" - გორში 9 წლის გოგონას მკველელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატი

იაგო ნებიერიძის ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა დამნაშავე გამართლდეს. მინდა, გამოძიება და სასამართლო ობიექტური იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკველელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იაგო ნებიერიძე სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში, ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს.