loader

ჟურნალ "... და ქალის" მკითხველები კაფე "როტონდაში" ნანა ჩაჩუას შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალ "... და ქალის" მკითხველები კაფე "როტონდაში" ნანა ჩაჩუას შეხვდნენ

ქალთა ჟურნალ "... და ქალის" მკითხველები დღეს, კაფე "როტონდაში" ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას შეხვდნენ .
ნანა ჩაჩუასთან შეხვედრის სურვილი ჟურნალის მკითხველებმა სპეციალურად ჩატარებული გამოკითხვის შედეგად თავად გამოთქვეს.
საღამოს პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ჟურნალის მკითხველი ქალბატონებისთვის ლექსები წაიკითხა.

როგორც "პალიტრა ტვ”-ს "... და ქალის" მთავარმა რედაქტორმა მარიკა დარჩიამ განუცხადა, ჟურნალის მკითხველთა მხრიდან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრით დაინტერესება დიდია, რის გამოც შესაძლოა მსგავსი ტიპის საღამოების გამართვა ახალი წლიდან უფრო სისტემატური ხასიათის გახდეს.

"ასეთი ტიპის შეხვედრები უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ის ყოველთვიურად იმართება, თუმცა, შესაძლოა, შეხვედრების სიხშირე გაიზაროს, რადგან მკითხველთა მხრიდან დაინტერესება დიდია", - განმარტა მარიკა დარჩიამ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ნანა ჩაჩუამ "... და ქალის" სამახსოვრო ალბომში საკუთარი ხელწერა და ხელის ანაბეჭდი დატოვა. ნანა ჩაჩუა მეორე ქალბატონია, რომელთან შეხვედრაც ჟურნალის მკითხველებმა ისურვეს. პირველი შეხვედრა მათ მხატვარ ქეთი მატაბელთან ჰქონდათ.