loader

შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა - როგორ გამოიყურება სამყაროში ყველაზე ამოუცნობი ობიექტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა - როგორ გამოიყურება სამყაროში ყველაზე ამოუცნობი ობიექტი?

ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გადაიღეს. ამის შესახებ ინფრომაციას „გარდიანი“ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე გამოსახულია შავი ხვრელი, რომელიც მტვრის ნაწილაკებითა და გაზით არის გარემოცული. ფოტოზე აღბეჭდილი მომენტი დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. აღსანიშნავია, რომ ფოტო ტელესკოპთა Event Horizon-ის მეშვეობით გადაიღეს, რომელიც 8 მთავარ კოსმოსურ სადგურს აერთიანებს და მასში 200-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს. Event Horizon Telescope-ის დირექტორისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარის შეპერდ დოლმენის განცხადებით, შავი ხვრელი სამყაროში ყველაზე ამოუცნობ ობიექტს წარმოადგენს.