loader

"ახალგაზრდა ქალები არასოდეს მომწონდა" - 19 წლის ბიჭი 72 წლის ქალზე დაქორწინდა, როგორ ცხოვრობენ ქორწინების შემდეგ და რას ამბობენ პატარძლის შვილიშვილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალგაზრდა ქალები არასოდეს მომწონდა" - 19 წლის ბიჭი 72 წლის ქალზე დაქორწინდა, როგორ ცხოვრობენ ქორწინების შემდეგ და რას ამბობენ პატარძლის შვილიშვილები

აშშ-ში 19 წლის ბიჭი 72 წლის ქალზეა დაქორწინებული. წყვილმა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება გაცნობიდან 2 კვირაში მიიღო. 

წყვილი ტენესის შტატში ცხოვრობს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. გერი ჰარდვიკი და ალმედა უკვე 2 წელია ერთად არიან და ამბობენ, რომ ძლიერი გრძნობა პირველი ნახვისთანავე გაჩნდა.

53-წლიანი შუალედის მიუხედავად, მათ ერთი და იგივე ინტერესები და ჰობი აქვთ.

გერის თქმით, ახალგაზრდა ქალები არასოდეს მოსწონდა - მაშინაც კი, როდესაც 13-14 წლის იყო.

"ყოველთვის მომწონდა ასაკოვანი ქალები. როდესაც ჩემი სიყვარულის შესახებ ბებიას ვუამბე, რომელმაც გამზარდა, არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება მისთვის მისაღები აღმოჩნდა", - ამბობს გერი.