loader

უტა ივანიშვილი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში გამოჩნდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უტა ივანიშვილი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში გამოჩნდეს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში შესაძლოა, მისი ვაჟი, უტა ივანიშვილი გამოჩნდეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამის სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი, ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიას, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი, უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად; შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც... უტა მოაზრება ამ პოლიტიკურ ძალაში, მაგრამ არ მინდა, იმდენად აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, რომ სწავლას მოსწყდეს. ის გულუბრყვილოდ უყურებს ბევრ საკითხს, რასაც მე ჩემი გამოცდილების წყალობით დავძლევ. უტა შეიძლება, იყოს პოლიტიკაში, რათა მოხერხდეს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა და გვარი – ივანიშვილი ჟღერდეს, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე წინააღმდეგი ვართ, რომ მან სწავლას თავი დაანებოს და ვფიქრობ, ამის საჭიროებაც არ იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე აზრით, აღნიშნული წინასაარჩევნო კონცენტრაციისთვის კარგი იქნება.

გარდა ამისა, ივანიშვილის შეფასებით, თუ მას საქართველოს მოქალაქეობას არ აღუდგენენ, ეს ვითარებას დიდად არ შეცვლის.

"თუ, ვთქვათ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვერ მოვახერხებთ და ვერ ვაიძულებთ სააკაშვილს, რომ დაუბრუნდეს კანონიერების ფარგლებს და არ დამიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, მგონი, ეს ვითარებას დიდად არ შეცვლის. მთავარია, რომ მოხდება სწორი ორიენტაცია, საქართველოს მოსახლეობის ხმები სწორად გადანაწილდება. შედეგი კი იქნება იგივე – სააკაშვილი ვერ მიიღებს ბევრ ხმას და ამის ილუზია ტყუილად აქვს", - განმარტა ივანიშვილმა.

ამასთან, მან ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რაღაც ტიპის გაერთიანება აუცილებლად იქნება".

"რაღაც ტიპის გაერთიანება აუცილებლად შედგება ორ პარტიასთან – "რესპუბლიკელებისა" და ალასანიას მოძრაობებთან. ვითანამშრომლებთ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრთან. მთლიანად გაერთიანებას არ ვგეგმავთ და ვფიქრობ, ეს არც არის საჭირო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"აგვისტოს ომში ხელისუფლების მენეჯმენტი ნულზე იყო"

ბიძინა ივანიშვილი: არა მარტო სახარატო საამქროს ვალაგებდი, ზოგჯერ ეზოსაც...

ბიძინა ივანიშვილი პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს


რა ნაკლი აქვს ბიძინა ივანიშვილს?

”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა პატრულს და პოლიციას მიმართა

"მე არ მოვითხოვ მხარდაჭერას. მოვითხოვ, რომ იყოთ ობიექტურები" - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს

ბიძინა ივანიშვილი ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

შუშის ხიდს უმეცრების მეტს ვერაფერს დავარქმევ - ბიძინა ივანიშვილი

"დედაჩემი პოლიტიკაში ჩემზე ადრე მოვიდა" - ბიძინა ივანიშვილი