ლათინოამერიკული სერიალების ვარსკვლავი პრემიერ-მინისტრი გახდა
ლათინოამერიკული სერიალების ვარსკვლავი სალვადორ დელ სოლარი პერუს პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე ის კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სალვადორ დელ სოლარი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი სერიალიდან "ეშმაკუნა" გახდა. ყოფილი მსახიობი და ამჟამინდელი პრემიერი ბევრ სხვა ლათინოამერიკულ ფილმსა და სერიალშია გადაღებული.