loader

"გავრცელდა აბსოლუტური ჭორი და სისულელე, თითქოს ის დაკავებისას ახსენებდა თანამდებობის პირებს" - ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავრცელდა აბსოლუტური ჭორი და სისულელე, თითქოს ის დაკავებისას ახსენებდა თანამდებობის პირებს" - ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი

ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.