loader

ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა - კადრები გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა - კადრები გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან

გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

"მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაჰყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.