loader

"ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე" - ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე" - ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი

"ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე" - ნიკა გვარამიას ეს მწვავე განცხადება სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელის, ნინო ნიჟარაძე სარჩელმა გამოიწვია. "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტელეკომპანიაზე "შეტევის ახალი ფაზა იწყება".

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "რუსთავი2"-მა, დღეს, ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომელიც ჯამში, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონს ლარის კომპენსაციას ითხოვს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ეს დავა სრული აბსურდია, თუმცა მისთვის უკვე ნათელია, სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მისი თქმით, ამ სარჩელის მიზანი არის "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და პირველ რიგში, ეს ეხება იმ ადამიანს, რომელი არის გარანტი, "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკისა და ეს თვითონაა.

მისივე თქმით, წინმსწრები ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც სარჩელში წამოყენებული იქნებოდა, დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებაა, რაც მისი განმარტებით, ბევრჯერ სცადა სასამართლომ ბიძინა ივანიშვლის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ამ სარჩელის მიზანია კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ "რუსთავი2" ქართულ სასამართლოს არ ენდობა, ის ნიჟარაძეს სთავაზობს, სარჩელი ქართული სასამართლოდან გამოიტანოს და შეიტანოს ნებისმიერ სართაშორისო არბიტრაჟში.