loader

"ხვალიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება და სანდრა რულოვსი გახდება ზუგდიდიდს მერი " - "ნაც. მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქცია-მსვლელობა ზუგდიდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვალიდან დაიწყება საქართველოს გამარჯვება და სანდრა რულოვსი გახდება ზუგდიდიდს მერი " - "ნაც. მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქცია-მსვლელობა ზუგდიდში

„ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ავტოკოლონებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქცია-მსვლელობას მართავს. როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ბესო შენგელიამ განუცხადა, ახალგაზრდები ავტოკოლონებით შემოივლიან ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებს, შემდეგ კი ანაკლია-ჯიხაშკარის მიმართულებით გადაინაცვლებენ.

მისივე განმარტებით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა, რა დროსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ 19 მაისს ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გარჯვება", - განაცხადა შენგელიამ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში განუცხადეს, აქცია-მსვლელობას ოპოზიციის ლიდერები არ მიჰყვებიან.