loader

"ქართველმა პატრულმა ჰკითხა, გეები ხართო?... ასე წერია და უნდა გადაიხადოთო" - რა გადახდათ გერმანელ ტურისტებს თბილისის ღამის კლუბებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველმა პატრულმა ჰკითხა, გეები ხართო?... ასე წერია და უნდა გადაიხადოთო" - რა გადახდათ გერმანელ ტურისტებს თბილისის ღამის კლუბებში

2 დღის წინ "მოგზაურთა კლუბის" ერთ-ერთმა წევრმა ვრცელი პოსტი გაავრცელა.

"ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ბერლინიდან და წუხელ ასეთი რამ შეემთხვათ, ტაქსისტმა თავისი რეკომენდაციით წაიყვანა ბარში, სადაც 4 ჭიქაში და ერთ ჩილიმში 3400 ლარი გადაახდევინეს, თან მაგდენი არ ქონდათ და მანქანით წაიყვანეს ბანკომატამდე რომ თანხა გამოეტანათ, ნუ ფაქტობრივად, დააყაჩაღეს.. და თუ გაქვთ საქართველოში მსგავსი გამოცდილება ან რა შეიძლება გავაკეთოთ საერთოდ შოკში ვარ მეც ამათთან ერთად".

კომენტარებში ამ პოსტმა აზრთა სხვადასხაოობა გამოიწვია. პალიტრავიდეო ამბის გარკვევას ტურისტებთან შეეცადა, თუმცა თავს იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, რომ კამერსათან გამოჩენა არ ისურვეს. პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ ერთ ღამეში 2 სხვადასხვა ბარში მსგავსი ისტორია გადახდათ. უფრო დეტალურად კი მომხდარის შესახებ მათი მასპინძელი საუბრობს.

ბრალდებების გადასამოწმებლად იმ ღამის კლუბებს დავუკავშირდით, რომლებსაც ტურისტები ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, თუმცა მათ ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.