რა ქონებით მოდის გახარია მთავრობის ხელმძღვანელად - პრემიერობის კანდიდატისა და მისი ოჯახის წევრების მოძრავი და უძრავი ქონება
2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 60 654,6 ლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრის პოსტზე დაინიშნა, აქტიურად საუბრობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ცნობისთვის, გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც არის.
რაც შეეხება მინისტრის ქონებას, 2019 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.
ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.
ნახეთ დეკლარაცია ვრცლად