ჯენიფერ ლოპესი 2019 წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ვარსკვლავად აღიარეს - როგორ გამოიყურებოდა მომღერალი დაჯილდოების ცერემონიაზე
ჯენიფერ ლოპესი 2019 წლის ყველაზე გემოვნებიან და მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავად აღიარეს. 49 წლის მომღერალი და მსახიობი მოდის კერპად ამერიკელი დიზაინერების საბჭომ დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მოდის სამყაროს ოსკარს უწოდებენ, ნიუ იორკში გაიმართა.