loader

მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. შემდეგ კი უბნები დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა. მთაწმინდაზე სულ 31 უბანია, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

არჩევნებში ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: შალვა შავგულიძე - ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და ლადო კახაძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".