ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე, დაშავებულია 4 ადამიანი - კადრები შემთხვევის ადგილიდან
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.