იმედი მაქვს, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს - მაიკლ პომპეო ანაკლიის პორტზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა. პომპეო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. მისი თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოს თავიდან აარიდებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას.