სოხუმის ქ. #3-ში არსებულ შენობას ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება
დიდუბის რაიონში, სოხუმის ქ. #3-ში არსებულ შენობას ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
ოთხსართულიან ნაგებობას, რომელიც ადგილობრივების განცხადებით, 1940 წელს არის აშენებული, მთელ სიმაღლეზე რამდენიმემეტრიანი ბზარები აქვს გაჩენილი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ერთ-ერთ ბინაში, პირველ სართულზე, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს და მისი მობინადრეები გააფრთხილეს, რომ სახლში დროებით აღარ შევიდნენ.
როგორც მაშველებმა "პალიტრა ტვ"-ს განუცხადეს, სახლს დააკვირდებიან სპეციალისტები და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, შეუშვან თუ არა შიგნით მცხოვრებლები.
ბინაში, რომელიც დაილუქა, ცხოვრობს ერთი ქალბატონი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ნატო თავაძეს, რომელიც ამჟამად დალუქული სახლის მობინადრეა, წასასვლელი არსად აქვს. როგორც ის, ასევე მისი მეზობლები აცხადებენ, რომ მათ შენობის ავარიულობისა და არსებული საფრთხის შესახებ გამგეობასა და თბილისის მერიას არაერთხელ აცნობეს, თუმცა, ამას კონკრეტული შედეგი არ გამოუღია.