საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი იანვარ-აპრილში 86%-ით გაიზარდა - Le Figaro
ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებაზე. წერს. გამოცემის ინფორმაციით, დევნილებისა და აპატრიდების დაცვის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 86%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3548 მოთხოვნა).
გამოცემის ცნობით, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების 1898 მოთხოვნა დაფიქსირდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ასევე გაიზარდა ალბანეთის მოქალაქეებს შორის - 32%-ით.