"გახდი ბესტსელერის ავტორი - 2019-ის" ფინალისტების ვინაობა ცნობილია
სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" ფინალს უახლოვდება. 7 ივნისს, 00:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა შეწყდა. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია - 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო 10 - ხუთმა კომპეტენტურმა, კონფიდენციალურმა ჟიურის წევრმა გამოავლინა.