loader

შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და რუსებს შორის სტამბოლში - არის მსხვერპლი - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და რუსებს შორის სტამბოლში - არის მსხვერპლი - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც „პალიტრავიდეოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა.