loader

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრს 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა - ფსიქიატრის ადვოკატის პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრს 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა - ფსიქიატრის ადვოკატის პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილა და ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს აღმკვეთის ღონისძიების სახედ არასაპატიმრო ფორმა, კერძოდ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის ბოლო ვადად მოსამათლემ 20 დღე განსაზღვრა. პროკურატურა თამარ ალადაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნიდან მიმალვის საფრთხე. დაცვის მხარე კი თამარ ალადაშვილის მიმართ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების ითხოვდა.
ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი, რუსთავში ბიძის ვალერი ირემაძის მიერ 13 წლის ძმისშვილის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 2 დღის წინ დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს.