loader

"რად ღირს ახალგაზრდა ადამიანების თვალისჩინი?! პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში, მაგის გამო მოხდა იმ ადამიანების დასახიჩრება? - ლევან გოგიჩაიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რად ღირს ახალგაზრდა ადამიანების თვალისჩინი?! პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში, მაგის გამო მოხდა იმ ადამიანების დასახიჩრება? - ლევან გოგიჩაიშვილი

დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება, ეს აღარ არის გადაყენება. ეს უნდა იყოს გაგდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან მიიღო ინფორმაცია, რომ პარტიის პოლიტსაბჭო მიმდინარეობდა, გადაწყვიტა, "ქართული ოცნების" ოფისთან მოსულიყო და მმართველი გუნდისთვის მიემართა.

ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვს, თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მთელი პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რაც გუშინ მოხდა, "ქართულ ოცნებას" ეკისრება.