"მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში" - რა პოსტს აქვეყნებს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი თანამემამულეებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ. „ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - წერს ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.