როგორ გამოიყურება ირკუტსკის ოლქი რუსეთში, სადაც წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარეები ადდიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ. რეგიონში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. ის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. საგანგებო სამსახურის იფნრომაციით, წყალდიდობამ 4 000-ზე მეტი სახლი დატბორა, სადაც 10 000 ადამიანი ცხოვრობს. ირკუტსკის ოლქში მცოვრები მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმები მომდევნო დღეებშიცაა მოსალოდნელი.