დეტალი G20-ის ვახშმიდან, რის გამოც, პუტინი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა G20-ის ოფიციალური ვახშმიდან გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ ვახშამზე ვლადიმერ პუტინი საკუთარი თერმოჭიქით გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ამავე კადრების მიხედვით, სხვებისგან განსხვავებული სასმისით - შამპანურის ჭიქით იყო წარმოდგენილი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.