"კურიერი" 21 ივნისის დილით გადაღებულ ახალ კადრებს ავრცელებს სათაურით - "პოლიციელები დაკავებულს მეორე სართულიდან აგდებენ"
"ახალი უმძიმესი კადრები, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ აქციის მონაწილეებზე ნადირობას ასახავს. ვიდეომასალა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული", - იუწყება "კურიერი" აღნიშნული კადრების გავრცელებისას.