loader

არაბი პრინცი ლონდონის პენტჰაუსში გარდაცვლილი იპოვეს - მედიის ინფორმაციით, შეიხი ორგიას მასპინძლობდა, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც მოიხმარდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაბი პრინცი ლონდონის პენტჰაუსში გარდაცვლილი იპოვეს - მედიის ინფორმაციით, შეიხი ორგიას მასპინძლობდა, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც მოიხმარდნენ

არაბი პრინცი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 39 წლის შეიხ ბინ სულთან ალ ქასიმი ორგიას მასპინძლობდა, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც მოიხმარდნენ.

"სახლში წვეულებას მართავდნენ, მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ჰქონდათ სექსი... სავარაუდოდ, შეიხი ხალიდი სწორედ ნარკოტიკის გამო მოულოდნელად გარდაიცვალა," - ამბობს გამოცემის The Sun წყარო.

შეიხ ხალიდის მამა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე სიდიდით მესამე ქალაქის, ნავთობით მდიდარი შარჯას მმართველია. ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას ბრიტანეთში - სასექსში, სადაც შეიხ ხალიდის უფროსი ძმა 1999 წელს ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ის 24 წლის იყო.

გამომძიებლები ხალიდის გარდაცვალების მიზეზებზე არ საუბრობენ და მომხდარის გამო არც არავინ დაუკავებიათ.
გარდაცვლილის მამამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.