"თავიდან იყო კამათის ხმა, ვიღაც ბიჭები კამათობდნენ" - რას ჰყვება ადგილობრივი ერთ-ერთ კორპუსში ხელყუმბარის შეგდებაზე
ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებს ყვებიან.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსთან, ქუჩაში, ისმოდა კამათის ხმა, კამათიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი მოხდა აფეთქება.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.
შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.