განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
უმაღლესი განათლების მისაღებად სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით სამინისტრო აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ მსგავს შეთავაზებას - ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ მსგავს შეთავაზებას - ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.