loader

კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი

ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, მათ მცირედი დაზანებები აღენიშნებათ. თვითმფრინავის ბორტზე სულ 284 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეიში მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ძლიერი ტურბულენტური ზონის გამო ლაინერი ჰავაიში დაეშვა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დანარჩენი მგზავრები კი ჰავაიში სასტუმროებში განათავსეს, ვიდრე ავსტრალიაში სხვა რეისით გაამგზავრებენ.

"ადამიანები დაფრინავდნენ, ძალიან ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, თავს ჭერს ვურტყამდით. ყველაფერი ძირს ეყარა", - ყვება ერთ-ერთი გზავრი, რომელიც ასევე ბორტზე იყოფებოდა.