"შემთხვევით მოხვდა მიტინგზე, ძმაკაცის ქორწილისთვის რაღაცები უნდა მოეგვარებინა და შემთხვევით გაიარა იმ ადგილზე" - დაკავებული კახა ღავთაძის დედა
20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კახა ღავთაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული აქციის დროს ცდილობდა, პოლიციელები დაძაბულობას გაერიდებინა.
ღავთაძის ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც დაკავებულია გადმოყვანილი. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, ღავთაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შემთხვევით მოხვდა.
ღავთაძის ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც დაკავებულია გადმოყვანილი. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, ღავთაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შემთხვევით მოხვდა.