ცვლილება, რომელიც ბევრს დააინტერესებს: ვის შეეძლება 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა?
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ.