ვიდეო ზუგდიდის ცენტრიდან, სადაც 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც მას Opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
გოგონა სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მას მოტეხილობები არ აღენიშნება. მოზარდს შესაბამისი კვლევები უტარდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.