loader

"მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს" - გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს" - გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვდა

"მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს - ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო, აქ ხალხს არ კრებენ, ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით. ეს არ არის რაღაც, მევახშეს საზომი ამბავი.

თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს შენობის, იმიტომ,რომ აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანიც დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა მარგველაშვილმა, - ასე მიმართა პარლემენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, აქცის მონაწილეთა მოთხოვნა სამართლიანია.