როგორ გადაარჩინეს მაშველებმა დაშავებული რუსი ტურისტები ჯუთაში ვერტმფრენის საშუალებით
ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული ტურისტი, რომელიც გზაზე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.