"ძველი ლიფტია, ალბათ, გაიღო" - რას ჰყვებიან მეზობლები 2 წლის ბავშვზე, რომელიც ბათუმში ლიფტის შახტაში ჩავარდა
ბათუმში აღმაშენებლის #24 ნომერში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში 2 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი პირველ სართულზე ლიფტის კართან იმყოფებოდა, კარი გაიღო და ბავშვი ჩავარდა.
ბავშვმა სახის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.