loader

ფრენა ევროპისკენ შესაძლოა გაძვირდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრენა ევროპისკენ შესაძლოა გაძვირდეს

ფრენა ევროპისკენ ძვირდება. ავიაბილეთების ფასზე ევროპელი ეკოლოგების მოთხოვნა იმოქმედებს.

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიებს ჰაერის დაბინძურების გადასახადს უწესებს. შესაბამისი დირექტივა ძალაში 2012 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

გადასახადის ტარიფზე ასახვას არ გამორიცხავს "აირზენა." კომპანიის პრესსპიკერი ევროპული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებაზე საუბრობს. კომპანიაში ამბობენ, რომ დანარჩენი მსოფლიო ჰაერის დაბინძურების გადასახდის შემოღების წინააღმდეგია.

"სკაი ჯორჯია" სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტს უბრუნდება. საბაზრო ეკონომიკას ავიაბილეთის ფასზე გავლენა ყოველთვის აქვს - აღნიშნავს გიორგი კოდუა.


ქართული ავიაკომპანიები ვარაუდობენ, რომ ახალი გადასახადით ევროკაშირი საკუთარ კომპანიებს კონკურენციისგან იცავს.

საქართველოში არ გამორიცხავენ , რომ არაევროპულმა ქვეყნებმა ეკოლოგიურ ტარიფს შემხვედრი ნაბიჯით უპასუხონ და საკუთარი გადასახადები დააწესონ. რას იზამს ოფიციალური თბილისი უცნობია, ავიაციაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.