ვინ აიღებს პასუხისმგებლობას საარჩევნო სიებზე?
მემარჯვენეებს ლიდერობა სიების დაზუსტების კომისიაში უნდათ.
ახალი ხელმძღვანელით და ახალი წევრებით არჩევნებამდე სიებს კიდევ ერთი კომისია გადაამოწმებს, 21 კაციან კომისიაში 7 მანდატი ოპოზიციას, 7 ხელისუფლებას, 7 კი არასამთავრობოებს ექნებათ.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა შემადგენლობით სიების დაზუსტება 2 ჯერ უკვე სცადეს .
სია საბოლოო იქნება და გადახედვას არ დაექვემდებარება.
ლადო ბოჟაძე კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის მანდატით მოხვდა, ამბობს რომ კომისიამ მუშაობის შედეგი ივლისში უნდა დადოს, იმედოვნებს რომ ამით გაუმართავი სიების თემა დაიხურება
კომისიას რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია უკვე აკრიტიკებს საქართველოს გზის თავჯდომარე, სეთურუძე ამბობს რომ კარდაკარის პრინციპი ვერ მართლდება და გამოსავალი მხოლოდ ბიომეტრიაშია.
სიების გადამოწმების წინა პროცესი ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდა. ფულიც და პასუხისმგებლობაც მაშინ 12 პარტიამ გაიყო. ახალ კომისიას ჯერ არც ბიუჯეტი აქვს და არც თავჯდომარე ყავს .