loader

ცნობილია, რა გარემოებაში დაიჭირა გერმანიის პოლიციამ ციხიდან გაქცეული ქართველი - პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რა რაოდენობის სამართალდამცველი აწარმოებდა სამძებრო სამუშაოებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რა გარემოებაში დაიჭირა გერმანიის პოლიციამ ციხიდან გაქცეული ქართველი - პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რა რაოდენობის სამართალდამცველი აწარმოებდა სამძებრო სამუშაოებს

გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს. ამის შესახებ გემანული მედია წერს.

მათი ინფორმაციით, 37 წლის ქართველი პატიმარი ვაჟა ბურჯანაძე ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას დააკავეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს, ამ დრომდე ძებნაშია. პოლიციის ინფორმაციით, 36 წლის თურქი პატიმარი გოხან გიუნბეი 177 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ძლიერი აღნაგობა აქვს. გაქცევის შემდეგ მან ციხის ტანსაცმელი გამოიცვალა. სამართალდამცავი უწყება ხაზს უსვამს, რომ გაქცეულს შესაძლოა, ჰქონდეს სისხლდენის კვალი მარცხენა მკლავზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სპეცოპერაციის გამო ახლომდებარე სადგურებზე შეჩერებული იყო მატარებლის მიმოსვლა.

გერმანიის პოლიციამ გაქცეულების ფოტოებიც გამოაქვეყნა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ისინი შეირაღებულნი ყოფილიყვნენ.

ორი პატიმარი, რომელთა შორის ერთი ქართველია, გერმანიის ციხიდან 4 აგვისტოს გაიქცა. მათ გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.