loader

გვარამიამ ბრალის დადგენილება დემონსტრაციულად დახია - რა განაცხადა ყოფილმა გენ დირექტორმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვარამიამ ბრალის დადგენილება დემონსტრაციულად დახია - რა განაცხადა ყოფილმა გენ დირექტორმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ?

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის შენობა დატოვა, სადაც მას ბრალის დადგენილება გააცნეს.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბრალში ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ არის. გვარამიას განცხადებითვე, პროკურორი, რომელმაც დღეს საზოგადოებას გვარამიას ბრალდების საქმე გააცნო, ციხეში მოხვდება.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ასევე იხილეთ: "მე გავყიდე ჩემი ბინა... და ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება, თქვე ნაბიჭვრებო, ხომ გაქვთ ეს საბუთები?!" - გვარამიას ჟესტი პროკურატურაში შესვლის წინ

"დავარღვევ ყველაფერს! არ დავემორჩილები!.. არც გირაოს გადავიხდი! ან პატიმრობა, ან თავისუფლება!" - ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში შესვლის წინ

"სოფო, შენ ხომ აქ ხარ?" - ნიკა გვარამია პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა