Black Sea Arena-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო 17 აგვისტოს გაიმართება
Black Sea Arena-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო 17 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერების ვერსიები სიმფონიური ორკესტრისთვის, მეორე ნაწილში კი - კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა როგორც კინოსა და თეატრისათვის, ასევე საორკესტრო ვერსიებიც. კონცერტში მონაწილეობას იღებს ვახტანგ კახიძე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "რუსთავი" და სოლისტები.