loader

დრონით გადაღებული ვიდეო სიმინდის ყანიდან, სადაც ძრავაში მოხვედრილი ფრინველების გამო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრონით გადაღებული ვიდეო სიმინდის ყანიდან, სადაც ძრავაში მოხვედრილი ფრინველების გამო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა

მოსკოვთან, ჟუკოვსკში, "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი "აირბუსი A321", რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, მინდორზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. ოთხ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავაში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გააჩინა.

ეკიპაჟმა თვითმფრინავის მინდორზე, აეროპორტის საფრენი ზოლიდან ერთ კილომეტრში დასმა მოახერხა.

შესაბამისმა სამსახურებმა საავიაციო ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.