loader

მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს - ქიბარ ხალვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს - ქიბარ ხალვაში

„რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველები არ გამოჩნდნენ, - ამასთან დაკავშირებით არხის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. როგორც ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, მას ორი გზა აქვს იმ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად, რაც მას "რუსთავი 2"-ში დახვდა. როგორც ხალვაში აღნიშნავს, ერთი გზა არხის გაკოტრება, ხოლო მეორე - მისი გადარჩენაა. 

ამასთან, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი არხის ყოფილ გენერალურ დიტრექტორთან სამართლებრივი დავის გაგრძელებასაც გეგმავს და იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.