loader

ნაფიც მსაჯულების ვერდიქტი - ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაფიც მსაჯულების ვერდიქტი - ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო პროცესზე ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რევაზ დემეტრაშვილის მიმართ სასჯელის განსაზღვრის სხდომა დღეს გაიმართა, სადაც მოსამართლე ნინო სანდოძის წინაშე ნაფიცი მსაჯულები შემამსუბუქებელი რეკომენდაციით შევიდნენ და რევაზ დემეტრაშვილს ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის გათვალისწინებით და მათი ვერდიქტით საბოლოოდ 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რევაზ დემეტრაშვილს მსაჯავრი დაედო სს კოდექსის ხუთი მუხლით, მათ შორის ჯგუფურ ყაჩაღობაში და განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობაში.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, მას გასაჩივრების ერთი ვადა აქვს. დემეტრაშვილს ვერდიქტის გასაჩივრება საკასაციო წესით ერთი თვის ვადაში შეუძლია, თუმცა ადვოკატები არ აკონკრეტებინ აპირებენ თუ არა განაჩენის გასაჩივრებას.

პროკურატურამ 2011 წლის სექტემბერში 1994 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გახსნის შესახებ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტისა და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულებრივი დაჯგუფება - ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვახტანგ გვრიტიშვილი, მისი ძმა კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, რევაზ დემეტრაშვილი, ალექსანდრე რევაზიშვილი და ამჟამად გარდაცვლილი მალხაზ მოდებაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა იცოდნენ, რომ ნეშან მინასიანის ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, 1994 წლის 18 იანვარს, მოიტაცეს 19 წლის ვაზგენ მინასიანი, ახლობლებს კი გამოსასყიდის სახით 150 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დამნაშავეებს მსხვერპლი 10 დღის განმავლობაში ჰყავდათ დამწყვდეული ჯერ ორმოში, შემდეგ კი - დიღომში მდებარე ერთ-ერთ სახლში. 15 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, ვაზგენ მინასიანი გაათავისუფლეს და ოჯახისაგან მიიღეს პირობა, რომ დარჩენილ თანხას უახლოეს დღეებში გადაუხდიდნენ.

შემდგომში, იმ მიზნით, რომ გატაცების ფაქტი არ გახმაურებულიყო, ჯგუფის წევრებმა დახოცეს ნეშან მინასიანი, მისი მეუღლე - ფლორა მინასიანი და ვაჟი - ვაზგენ მინასიანი.