კადრები ზემო ფონიჭალიდან, სადაც ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა
ზემო ფონიჭალაში "ნისანის" მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.