loader

წყალდიდობა, რომელმაც უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა, 3 500 კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა - დრამატული კადრები ესპანეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობა, რომელმაც უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა, 3 500 კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა - დრამატული კადრები ესპანეთიდან

კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სამხრეთ ესპანეთში 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყალდიდობამ განსაკუთრებით ველენსიის, მურსისა და ანდალუსიის რეგიონები დააზარალა. სტიქიის გამო 3500 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ზონაში გადასულიყო. ვალენსიასა და მურსის რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ესპანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. მთავრობა სტიქიის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. სტიქიის გამო რეგიონში 2 აეროპორტი დროებით დაიხურა. დაზარალებული რეგიონები ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.