loader

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1179 ლარი შეადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1179 ლარი შეადგინა

2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა და ათას 179 ლარი და 80 თეთრი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა.

ამასთან, "საქსტატის" ცნობით, 2019 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი - 913 ლარითა და 50 თეთრით, ხოლო კაცების ათას 419 ლარითა და 80 თეთრით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 69 ლარი და 10 თეთრი და 85 ლარი და 90 თეთრი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.